- Advertisement -

ბერძენიშვილი: ივანიშვილისგან პროკურატურამ დავალება მიიღო – გომური, ლეთოდიანი და სხვები დაზარალებულად არ ცნოს

30

პოლიტიკოსის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკუთარი თავის დამნაშავედ ცნობა და გამოვლენა მოუწევთ.
დავით ბერძენიშვილს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებების შეფასება ვთხოვეთ, რომელმაც თქვა, რომ მაკო გომურს დამნაშავედ ვერ ცნობენ, რადგან კანონი არ იძლევა ამის შესაძლებლობას, ხოლო მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება ვერ დაიწყება, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს.
დავით ბერძენიშვილი: „ცალი თვალით დაბრმავებული მაკო გომური და ორივე თვალით დაბრმავებული კობა ლეთოდიანი თურმე არ არიან დაზარალებულები და არც სხვები. ამას გვეუბნება პროკურორი. თურმე მაღალი თანამდებობის პირები, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი (ასეთი სულ სამია ქვეყანაში – პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე) და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია უკანონო ქმედებაში ამხილა თუ დაადანაშაულა მეუფე იაკობმა და თურმე ეს საკმარისი არ არის გამოძიების დასაწყებად. იაკობმა თქვა, რომ ფარცხალაძე 15 მილიონს მოითხოვდა ყოფილი მინისტრისგან ნიკოლაიშვილისგან და ის ამაში ჩაერია. როცა ამას აცხადებს იაკობი, თურმე ეს არ არის საკმარისი.
ანუ, შავზე გვეუბნებიან თეთრიაო და პირიქით. როდესაც გეუბნებიან, რომ მაკო გომური არ არის დაზარალებული კითხვა გიჩნდება, რომ ასეთი სულელები როგორ არიან. შეუძლებელია ასე იყოს. თუ საქმის აღძვრის საჭიროება არ არის იმ განცხადებების შემდეგ, რაც გააკეთა ეპისკოპოსმა იაკობმა, არ ვიცი. ამას გვეუბნება გენერალური პროკურორი. მე მისი დიპლომი არ მაინტერესებს, მას ამის კვალიფიკაცია იმ დიპლომის გარეშეც კი აქვს და მან იცის, რომ ეს სისულელეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა არცერთი ნაბიჯი უკან
ანუ, ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულად არ ცნობს მაკო გომურსა და კობა ლეთოდიანსაც კი, რომლებიც დაასახიჩრეს, დაკავებულებიც არიან და ა. შ. თუ ისინი არიან დაზარალებულები, მაშინ არიან დამზარალებლებიც, ანუ დამნაშავე. გამოდის, რომ ვიღაცას დანაშაული ჩაუდენია. ან არასწორად გაუგია ბრძანება სპეცრაზმელს და ამით ჩაუდენია დანაშაული თუ თავისთავად ბრძანება იყო თავისთავად დანაშაულებრივი. ეს ბრძანება შს მინისტრმა გასცა თუ მისი ბრძანების გარეშეც იმოქმედეს ასე და შემთხვევითი არ არის ის კადრები, როდესაც სრულიად არაუფლებამოსილი პირი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ჩანს კადრებში და ჩანს, როგორ აძლევს სპეცრაზმელებს მითითებებს. მას სპეცრაზმი არ ემორჩილება, ის არ არის უფლებამოსილი პირი და მხოლოდ შსს-ს ემორჩილება სპეცრაზმი და არა სახელმწიფო დაცვის სამსახურს. მოკლედ დაზარალებულად არ ცნეს ხალხი, რადგან მოუწევდათ საკუთარი თავის დამნაშავეებად ცნობა და გამოვლინება, თუ საქმე ასე წავიდოდა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილისგან დავალება აქვს მიღებული პროკურატურას, რომ ასე წაიყვანოს ეს საქმეები? – პასუხობს:
„დიახ. ამაში დავრწმუნდი. ბიძინა ივანიშვილი თავის თავს და ქვეშევრდომებს უმტკიცებს, რომ მას შეცდომა არ მოსვლია“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post ბერძენიშვილი: ივანიშვილისგან პროკურატურამ დავალება მიიღო – გომური, ლეთოდიანი და სხვები დაზარალებულად არ ცნოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...