- Advertisement -

ბერძენიშვილი მეუფე იაკობზე: არ ყოფნის თავმოყვარეობა ხმა ამოიღოს, იზოლირებული ჰყავთ

19

“სახელმწიფო და ეკლესია ერთი და იგივე რომ არის ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საკმაოდ გადღაბნილი ცნობიერებით ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორე ერთიანნი არიან. მან ჩათვალა რომ მასზე მიიტანეს იერიში.
იერიში მარტო მეუფე პეტრეს არ მიუტანია, იაკობმაც მიიტანა, მაგრამ იაკობი ახლა იზოლირებული ჰყავთ, მას არ ყოფნის თავმოყვარეობა ხმა ამოიღოს.”,-ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, მეუფე იაკობი, გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს  აუკრძალა მღვდელმოქმედება, გაანთავისუფლა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესა შიო მღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. 
მეუფე პეტრემ უარი განაცხადა “შიომღვიმის” მონასტერში წასვლაზე და პატრიარქს, მარტვილის მუნიციაპლიტეტის, სოფელ ინჩხურში მდებარე მონასტერში დარჩენა სთხოვა. ილია მეორემ მეუფე პეტრეს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მოსანანიებლად დარჩენაზე უარი უთხრა
The post ბერძენიშვილი მეუფე იაკობზე: არ ყოფნის თავმოყვარეობა ხმა ამოიღოს, იზოლირებული ჰყავთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...