- Advertisement -

ბერძენიშვილი: ოპოზიცია მზად ვართ მოვუგოთ არჩევნები ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას!

16

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების გერმანული მოდელის ინიცირებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
“ქართული ოპოზიცია ჯამურად ვართ მზად მოვუგოთ არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სისტემით. ასე რომ, ჩვენ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. ახლა ვეცდებით, უახლოეს დღეებში მოვახდინოთ გერმანული მოდელის ინიცირება, ეს არის მზა მოდელი, მას თავის დროზე მხარს უჭერდა ყველა ოპოზიციური პარტია.
თავისი არსით ეს არის პროპორციული არჩევნების მოდელი. მორჩა “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები, ამას სჭირდება ხელისუფლებიდან წამოსულ ადამიანებთან თანამშრომლობა,”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
The post ბერძენიშვილი: ოპოზიცია მზად ვართ მოვუგოთ არჩევნები ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...