- Advertisement -

ბერძენიშვილი: პუტინის კაცი რომ გვყოლოდა, არ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი

659

"აქ ჩვენ რომ გვყოლოდა პუტინის კაცი და პუტინის ხელისუფლება, ჩვენ არ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და მითუმეტეს არ გვექნებოდა ვიზალიბერალიზაცია",-ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძნიშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. 

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ვიზალიბერალიზაციას წინა ხელისუფლების დროს ჩაეყარა საფუძველი, ლევან ბერძნიშვილმა უპასუხა, რომ მაშინ ჩაეყარა, თუმცა "ძირითადი ამბები დაიწყო 2013 წლიდან და შესრულდა ეს გეგმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საყვედურს ვერავინ ეტყვის".

"ვიზალიბერალიზაცია ძალიან გამაღიზიანებელი იყო რუსეთისთვის, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების გამო უკრაინაში ომი დაიწყო, ამიტომ ეს არ არის პრორუსული ძალა, აქ უბრალოდ უფრო უარესი მდგომარეობაა, იმიტომ რომ რომ იყოს პრორუსული გავიგებდით რა არის და დავიწყებდით მის წინააღდეგ ბრძოლას. ეს არ არის პრორუსული ძალა, ეს საერთოდ არ არის პოლიტიკური ძალა. ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომელსაც უნდა იყოს ხელისუფლებაში.

მან იცის სადაა ხელისუფლების ბერკეტები, ევროპაში, აშშ-ში და რუსეთში და ზუსტად იმდენს ურიგებს ამ ბერკეტებს, რაც მას შეანარჩუნებინებს ადგილს ქვეყნის სათავეში. მეტი აშკარად ერგება ევროპას, ამ კონკრეტული ხლეისუფლების ხელში თუ შევხედავთ ქვეყანა უფრო ევრიპსკენ გადაიხარა აშკარად, ვიდრე აშშ-სკენ , ევროკავშირისკენ უფრო მეტად ვიდრე ნატოსკენ, ეს მათი პრიორიტეტები გამოჩნდა, აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ… რუსეთი არის ბიძინა ივანიშვილისთვის ქვეყანა, რომელმაც არ უნდა დაგვარტყას და რომელიც რაღაცნაირად უნდა გავაჩეროთ იმით, რომ ტერიტორიები რომ აქვს აღებული და მცოცავ ანექსიას რომ აწარმოებს და ხვალ რომ საზღვარს გამოგვიცხადებს თბილისიდან 40 კილომეტრში, იმიტომ რომ ყველამ ვიცით საით მიდის სამხრეთ ოსური ოდესეა და გასაგებია, რომ ის ყირიმის ბედს გაიზიარებს, ეს ყველაფერი უკვე მზადდება და ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ახალი სანქციები იქნება და ეტყვის მსოფლიო რუსეთს რომ არ მოგვწონს და სხვა, ჩვენი სახელმწიფო უძლურია ამ პრობელმასთან, უძლური იყო მიშა სააკაშვილის დროს, რამდენი პრეზიდენტი ჩამოვიდა ხომ არ შესრულდა არაფერი, ის 6 პუნქტიანი გეგმა ხომ არ არის შესრულებული , სარკოზის გეგმა ხომ ტყუილია, უძლური აღმოჩნდა ყველა და ამან იფიქრა, რომ ამ უძლურებით არ დავიწყებ ლავირებას, რომ აი ნახეთ რა უძლური ვარ, არამედ რაღაცნაირად შევალ თითქოს მოლაპარაკებაში, მით უმეტეს ჩვენი ხალხის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკება… ე.ი. რუსეთი მისთვის არის ბალანსი, რომ ძალიან ევროპული რამე არ გამოგვივიდეს, ამ თამაშში უნდა იყო არ ვიცი ვინ, ყველა ქართველმა მეფემ რუსეთთან თამაში წააგო",-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 

Comments
Loading...