- Advertisement -

ბესელია: არ მინდა სიჩქარით ზიანი მივაყენოთ უწმინდესობას, არაფერი დარჩება გაურკვეველი…

39

” არ მინდა დავასწრო მოვლენებს. მჯერა რომ არაფერი არ დარჩება გაურკვეველი. ეს ამბავი გაირკვევა. ამ ქვეყანაში არაფერი არ არის დამალული.
მე არ მინდა სიჩქარით და ემოციურობით დავაზიანოთ, ზიანი მიავყენოთ უწმინდესობას, ალბათ ყველაზე მეტად განიცდის და დარდობს. მას ყველაზე დიდი ტვირთი აქვს მხრებზე შედგმული. ყველაზე მეტად მასზე ვფიქრობ. მინდა თითოეული ჩვენი კომენტარით გავუფრთხილდეთ”,-ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.
“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.
“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.
The post ბესელია: არ მინდა სიჩქარით ზიანი მივაყენოთ უწმინდესობას, არაფერი დარჩება გაურკვეველი… appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...