- Advertisement -

ბესელია: გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა, ნურავის ეჩქარება ეს პროცესი

277

"გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა, ნურავის ეჩქარება ეს პროცესი, მე მგონია, ვისაც ძალიან ეჩქარება ეს პროცესი, სულ ტყუილად", – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიები "ამხანაგური სასამართლოს" სახეს იღებს.

"ასეთ საკითხებზე მე არ მომწონს საჯარო დისკუსიები. ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია, ამას თავი უნდა დაანებოს ყველამ. ამიტომ, საჭიროა შეხვედრა უმრავლესობის შიგნით, გედიც ვიცი რომ ამ შეხვედრას ელოდება. მას არავითარი პროცედურები ჯერ არ დაუწყია, არავითარი განცხადება არ დაუწერია", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Comments
Loading...