- Advertisement -

ბესელია: დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხვა დროებითი საგამოძიები კომისიის სხდომაზე, შეცდომაა

244

ამის შესახებ, პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“არ მგონია, რომ სწორია საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა ან პირველწყაროა, მათზე ადრე ზვიად კუპრავა დაიკითხოს. კუპრავა თვითმხილველი არ არის. გასაგებია მისი პოზიცია. ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოწვევა და დღეს გამოკითხვა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს იყო შეცდომა. კომისიიას აქვს მაღალი ვალდებულბები, პასუხისმგებლობა და საჭიროა პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის 17 კაციანი შემადგენლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მუშაობს, სადაც დღეს ზვიად კუპრავას და ამაცე საქმეზე მომუშავე გაომძიებლების ახსნა-განმარტებას მოისმენენ.

Comments
Loading...