- Advertisement -

ბესელია: ეთიკის კოდექსის პროექტზე ვმუშაობთ, ჩვენ თავს მაღალი სტანდარტი უნდა დავუწესოთ

331

პარლამენტში ეთიკის კოდექსის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეთიკის კოდექსის პროექტზე მუშაობა.
დეპუტატის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატების მხრიდან არაეთიკური მიმართვის მომსწრე ხშირად ყოფილა.

"ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს მალე, რაც გაზრდის პარლამენტის წევრების ერთმანეთის მიმართ ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებს. გაიზრდება პარლამენტის ანგარიშვალდებულებაც, რადგან პარლამენტის წევრს აქვს ძალიან მაღალი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, წინა პარლამენტში ძალიან ხშირად ვყოფილვარ მომსწრეც და თავდასხმის ქვეშაც არაეთიკური ფორმებით მიმართვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს სტანდარტი იყოს პარლამენტში, ამიტომ, მომხრე ვარ, ეთიკის კოდექსი იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, დავუწესოთ ჩვენ თავს ყველაზე მაღალი სტანდარტი. პარლამენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, პოლიტიკურ სივრცეში ურთიერთობის, მოქმედების, მიმართვის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის, ეს სტანდარტი ჩვენ უნდა დავაწესოთ", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Comments
Loading...