- Advertisement -

ბესელია: თურმე ბიჭებს “ნაცმოძრაობის” რეჟიმისთვის ხელშეუხებლობის გარანტიები მიუციათ

15

“მე საერთოდ მგონია, რომ მმართველობითი კრიზისი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ დაიწყო. ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება, რაზეც ნაცვლიშვილი საუბრობდა, ალბათ დასაბამი იქიდან მოდის, მაგრამ ალბათ მაინც ფარული დინებების გამო ხდებოდა. თურმე გარიგება იყო გარკვეულ პირებსა და წინა რეჟიმს შორის, რომ ხელშეუხებლობისა და ინდულგენციის გარანტიები ჩამოურიგეს ბიჭებმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, ვინ ბიჭებმა, პასუხობს:
“მე პირველად გავიგე, რომ თურმე ხელშეუხებლობის გარანტიები მიუციათ. პარლამენტიდან ვუგზავნიდი პროკურატურას გახმაურებულ საქმეებზე რეკომენდაციებს, გამოძიებას ვთხოვდი და არ ვეშვებოდი, რომ სახელი დარქმეოდა იმ უბედურებას, რაც ხდებოდა. აგერ ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ შეთანხმება გვქონდა ხელშეუხებლობის გარანტიები მიგვეცა ამ ყველაფრისთვისო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეფორმა, რაც ჩვენ დავიწყეთ, კრახი განიცადა. პრაქტიკულად აქამდე მივედით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
The post ბესელია: თურმე ბიჭებს “ნაცმოძრაობის” რეჟიმისთვის ხელშეუხებლობის გარანტიები მიუციათ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...