- Advertisement -

ბესელია: თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება აიკრძალება

203

"გამაოცა იმან, თუ რატომ გაჩნდა კითხვები იმ ინიცირებულ კანონპროექტთან, რომელიც არის კონსტიტუციური ჩანაწერის აბსოლუტური ზუსტი, იდენტური შინაარსით გადმოტანა შესაბამის კანონში და არაფერი განსხვავებული არ არის ინიცირებული, იმისაგან, რაც ჩვენ კონსტიტუციის მე-20-ე მუხლში ჩავწერეთ"- ამის შესახენ ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბესელიას თქმით, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვები იქნება, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით.

"მიმდინარეობს კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესი კანონონმდებლობასთან, ეს ნიშნავს, რომ ასეულობით კანონში მოხდება კონსტიტუციის ნორმების ამოქმედება და ცვლილების შეტანა. ამ პროცესში არის მომზადებული ერთ–ერთი ტექნიკური ცვლილება და არაფერი არ იცვლება გარდა იმისა, რომ მე-20-ე მუხლში წერია " შემოქმედებითი ნაწარმოების" გავრცელების აკრძალვა დასაშვებია, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, თუ ეს გავრცელება ლახავს სხვათა უფლებას. ეს არის ახალი რედაქცია, რომელიც არის მიღებული. ინიცირებულ კანონპროქტში ზუსტად იგივე წინადადება წერია. ახლაც, შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს მიერ ხდება, რადგან ყველაზე მაღალი სტანდარტია სასამართლო"-განაცხადა ბესელიამ.

Comments
Loading...