ბესელია: იყო მცდელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ექციათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალად

32

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წვერი ეკა ბესელია, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა რომ არის მცდელობა იურიდიული საკითხთა კომიტეტი, იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ფილიალად აქციონ.

“ამის მცდელობა რა თქმა უნდა, იყო  ამის მცდელობას მე აღვუდექი წინ თავის დროზე და ამ მცდელობის რეალიზება რომ არ მომხდარიყო, ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ამიტომ არის პრინციპული ეს კომოტეტი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როლი და ფუნქცია საკანონმდებლო მუშაობაში ახლაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს მართმლსაჯულების პროცესში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, უზენაეს სასამართლოს საკითხებს შეეხება და შეეჩეხება კომიტეტი თავისი მუშაობის პროცესში, როგორც პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი”,-განაცხადა ბესელიამ.

 

Comments
Loading...