- Advertisement -

ბესელია მეუფე იაკობის განცხადებებზე: მისი დატოვება ასე უპასუხისმგებლოდ დატოვება არ შეიძლება

8

აღნიშნულის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალსიტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, ემხრობა თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც მეუფე იაკობის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებებს შეისწავლის.
“ვფიქრობ, ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა და დისკუსია გავმართოთ, ფორმა რამდენად რელევანტურია, რომლითაც შეიძლება რომ ეს საკითხები არ დარჩეს უპასუხოდ. პროკურატურას რომ ეთქვა, მოდით, გადავამოწმოთ ამ განცხადების ნამდვილობა და ჩავატაროთ გამოძიება, ეს მოხსნიდა ასეთი კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგიდან. ალბათ, ახლა საჭირო იქნება კონსულტაციები და მეც გავივლი კონსულტაციებს. ჩემი აზრით, საკმაოდ მგრძნობიარე თემაა, მაგრამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ განცხადებამ საზოგადოებაზე, რომ მისი დატოვება ასე უპასუხისმგებლოდ დატოვება არ შეიძლება”-განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი დღევანდელ ბიუროს სხდომას წარუდგინა.
პროექტი მეუფე იაკობის განცხადებაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს, სადაც აღნიშნულია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ხოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი-პროკურორი ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს.
„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებული პროცესის მომზადებაში“, – წერია დადგენილების პროექტში.
The post ბესელია მეუფე იაკობის განცხადებებზე: მისი დატოვება ასე უპასუხისმგებლოდ დატოვება არ შეიძლება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...