- Advertisement -

ბესელია: მეუფე პეტრეს განცხადებებს ილია მეორის მიმართ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ვაფასებ

14

„ალბათ, დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან ღელავს და ძალიან მაღალია ემოციური მდგომარეობა. იმ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება არა რაიმე პოლიტიკურ მოვლენას, არა რომელიმე ცალკეულ შემთხვევას, არამედ საქმე ეხება ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, რომელიც არის ყველაზე ფაქიზი, ამას ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდნენ სასულიერო პირები.
ამ წუთას ყველაზე მეტად ვგულისხმობ პეტრე ცაავას, რომლის განცხადებები ვფიქრობ, იმ ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, ვისთვისაც საქართველოს პატრიარქი გამორჩეული ადამიანია და უყვართ. ამიტომ როგორც არ უნდა გაბრაზდე და თავი უსამართლობის მსხვერპლად იგრძნო, არ შეიძლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მის ცილისმწამებლურ, ძალიან მძიმე განცხადებებს, რომელიც მან საქართველოს პატრიარქის მიმართ გააკეთა სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ვაფასებ.
სასულიერო პირებმა პატივისცემის, მადლიერების, პასუხისმგებლობის მაგალითი უნდა აჩვენონ თავიანთ სულიერ შვილებს, მრევლს და ასეთი უაპელაციო განცხადებები, ბრალდებები და გამოსვლები… ხალხო დაფიქრდით ცოტა, რაღაცას ხო უნდა შეხედოთ?! არც ყველაფრის თქმა არ შეიძლება და არც ყველაფრის კადრება. საქმე ეხება ადამიანს, რომელსაც ეს ქვეყანა მოჰყავს მართლა საკუთარი მხრებით. მისი ჯანმრთელობაც გასაფრთხილებელია, ასაკიც გასაფრთხილებელია და ბოლოს და ბოლოს, მადლიერების გრძნობა არ არსებობს?
მგონია, რომ ვიღაცამ კონტროლის მოსაპოვებლად თუ თავისი ინტერესების გასატარებლად, ისეთ აკრძალულ ველში შესვლა გადაწყვიტა, რომელიც ყოველთვის მარცხით მთავრდება. მე არაფერს არ გამოვრიცხავდი. ეს ის დროა, როდესაც ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხა. ახლა არ მინდა ეს ემოციები კიდევ უფრო დავამძიმო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
The post ბესელია: მეუფე პეტრეს განცხადებებს ილია მეორის მიმართ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ვაფასებ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...