- Advertisement -

ბესელია: “ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით კახა კალაძეზე შეტევა მიიტანოს

633

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატზე, კახა კალაძეზე მიზანმიმართულ შეტევაში ადანაშაულებს.

"კახი არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და ყველაზე რეალური კანდიდატი და ის ამ არჩევნებში უცილობლივ გაიმარჯვებს. ეს იცის "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მან გადაწყვიტა, ამ იაფფასიანი მეთოდებით ჩვენს კანდიდატზე შეტევა მიიტანოს. ამიტომ მე მათ ვურჩევ, რომ ასეთი მეთოდების გამოყენებას, მათ ურჩევიათ რეგლამენტის ის ნორმა კიდევ ერთხელ გადაიკითხონ და გაიხსენონ, მათ შორის წინასაპარლამენტო გადაწყვეტილებები,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამდაშვლმა განაცხადა, რომ კახა კალაძეს არ სურს "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე საუბარი, მან ასევე აღნიშნა, რომ მისი არჩევა არჩევის შემთხვევაში დედაქალაში დაბრუნდება 90-იანი წლების მსგავსი კორუფციული მმართველობა. 

Comments
Loading...