- Advertisement -

ბესელია ოხანაშვილს: უკანონო დავალებების გაცემას თავი დაანებეთ

27

ვატო შაქარიშვილის კომიტეტის სხდომაზე დარბაზში შესვლასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ მანდატურებისთვის დაუყოვნებლივ მიეცა დავალება, შაქარიშვილისთვის დარბაზში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
“უკანონო დავალებების გაცემას თავი დაანებეთ. ახლავე მიეცით დავალება მანდატურებს, შემოუშვან ვატო შაქარიშვილი“,- მიმართა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.
ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვის დასასმელად მისთვის გამოყოფილი 5 წუთის ვატო შაქარიშვილისთვის დათმობის ინიციატივაც გამოთქვა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო. ანრი ოხანაშვილმა მას შესთავაზა, რომ ვატო შაქარაშვილმა კითხვა წერილის ფორმით მისცეს და თავად გააჟღერებს. ამასთან, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო შაქარიშვილმა მას სხდომაზე დასწრების თხოვნით წერილით მიმართა, ვინაიდან კომიტეტის დარბაზი განსაზღვრული წესით კონკრეტული წარმომადგენლებისთვის არის გათვალისწინებული – დეპუტატებისთვის, მედიისთვის, არასამთავრობო წარმომადგენლისთვის, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის, მას მიეცემოდა შესაძლებლობა სხდომას მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულ აივნიდან დასწრებოდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, ვატო შაქარიშვილს კომიტეტის სხდომათა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა მისცეს.
The post ბესელია ოხანაშვილს: უკანონო დავალებების გაცემას თავი დაანებეთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...