- Advertisement -

ბესელია: პატრიარქს სჭირდება ყველაზე მეტი გაფრთხილება

11

მისი თქმით, იმ ინფორმაციით თუ მოვლენით, რომელმაც ალბათ შეძრა საზოგადოების დიდი ნაწილი.
“ძალიან შეგნებულად და გააზრებულად, სწორედ საკითხის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე არ მინდა ამ საკითხის დეტალებში შესვლა არც განცხადების ფორმატში და არც სხვა ფორმატში. უმეტესობას ძალიან კარგად ესმის, რამდენად დიდია მგრძნობელობა საზოგადოების ამ განცხადებასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხზე. სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი არის უფრო მაღალი, ვიდრე ვინმეს პირადი ინტერესი, ძალიან შეგნებულად ვარიდებ თავს დეტალებში შესვლას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა ძალიან მკაფიოდ და ცხადად. ამ ქვეყანაში არ დარჩა არავინ, ვისაც აქვს შეუვალი და უპირობო ავტორიტეტი გარდა ერთადერთი ადამიანისა, რომელიც არის საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლი და საქართველოს პატრიარქი, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ყველაზე მეტი დამსახურება ქვეყნის წინაშე და ყველაზე მარალი ნდობა მართლმადიდებლურ სამყაროში, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. მისი როლი იმდენად დიდია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და იყოს გარანტი, არ მოხდეს ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომლის მართვა იქნება შეუძლებელი, რომ მას სჭირდება ყველაზე მეტი გაფრთხილება”-განაცხადა ეკა ბესელიამ.
The post ბესელია: პატრიარქს სჭირდება ყველაზე მეტი გაფრთხილება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...