- Advertisement -

ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს: საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხეთ!

638

იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს განცხადებებს უწუნებს და ურჩევს საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხონ. 

"ძალიან ხშირად ვიკავებ თავს, რომ ასეთი მკვეთრი და პირდაპრი განცხადებები არ გავაკეთო ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან პირდაპირ და მკვეთრად გეუბნებით სათქმელს, იმიტომ რომ არაფერში არ წერია ეს ქალბატონო ანა, როცა საჯარო მოხელე და ბატონი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადებაც იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, რომ თქვენ კანონებს რომ ცვლითო, პასუხიმსგებლობა აიღეთ პოლიტიკური. ეს არის სიბეცეც, ეს არის უვიცობაც, რომ არ იცის, რომ პარლამენტი ის ორგანოა, სადაც კანონები იცვლება და ჩვენ შეიძლება დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მიღებული კანონი შევცვალოთ.

ეს ჩვენი ვალდბეულებაა, რომ ბევრი რამ შეიძება შევცვალოთ მიღებულ კანონში და ეს უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველ რიგში და თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს და არც მისი მრჩევლები, ან პარლამენტის თავმჯდომარეზე ილაპარაკოს ეს ახალგაზრდა ბიჭუნა და ან პარლამენტს ელაპარაკოს ამ ტონალობაში. კეთილი ინებეთ და საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხეთ ჯერ. ჩვენი პარლამენტის აპარატის უფროსი არადროს თავს უფლებას არ მისცემს დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდნეტის მიმართ ასეთი განცხადებები აკეთოს. ცოტა გააკონტროლეთ საკუთარი განცხადებები, ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული მოთხოვნა როგორც ამ პარლამენტის ერთი წევრის მხრიდან",-განაცხადა ბესელიამ. 

Comments
Loading...