- Advertisement -

ბესელია: პრეზიდენტს კონსტიტუციაში არ უწერია თავისი წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა

14

მისივე თქმით, უმჯობესია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პირველ რიგში, კონსტიტუცია წაიკითხონ, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს საბჭოში მის მიერ წარდგენილი წევრის გამოწვევის უფლება არ აქვს.
“პრეზიდენტს კონსტიტუციაში არ უწერია თავისი წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა, კანონში რომ ეს წერია, არ ნიშნავს რომ კონსტიტუციით ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. ამიტომ ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა, რაც არის კანონში და იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ, რადგან ის არის ქვეყნის ძირითადი კანონი და იქიდან უნდა გამომდინარეობდეს სხვა კანონები, ამიტომ ვერაფერი დაემატაება იმ უფლებამოსილებას, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ სურვილი იმდენად დიდია წაიკითხონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩანაწერი ისე, როგორც სურთ. იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრებზე, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ, არ მაქვს მაღალი წარმოდგენა, რომ ისინი კარგად ერკვევიან კანონებში. არც იმაზე მაქვს მაღალი წარმოდგენა, რომ კითხულობენ და სწორად ესმით კანონის შინაარსი. იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შეფასება, რომლებმაც გადააბიჯეს ყველა წითელ ხაზს და იქცევიან ისე, რომ შეურაცხყოფს საბჭოს რეპუტაციას, აზრს მოკლებულად მიმაჩნია,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად, ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
The post ბესელია: პრეზიდენტს კონსტიტუციაში არ უწერია თავისი წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...