- Advertisement -

ბესელია: სააკაშვილის მიმართ წინასწარ პატიმრობაზე იგივე კანონი გატარდება რაც სხვა ნებისმიერ პირზე

346

"ჩემი პოზიციაა ისეთი, როგორი პოზიციაც აქვს კანონს"- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებასთან და ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

ეკა ბესელიას თქმით კანონი ამბობს, რომ სამართლებრივი პროცედურები უნდა გაგრძელდეს.

"ამიტომ მიმდინარეობს სასამართლო პროცედურა, მიმდინარეობს ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის ფორმატი. ეს პროცესი მიყავს ერთის მხრივ სასამართლოს ბრალდებების ნაწილში. მეორე პროცესი, რომელიც ეხება სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობს სამართლებრივი დამხარების, ექსტრადიციის და სხვა საკითხებს.

ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს პროცესები კანონის შესაბამისად განხორციელდეს. კანონი იქნება აბსოლურუტარად იგივე პრინციპების მატარებელი სააკაშვილის მიმართ, როგორც იქნება ნებისმიერი პირის მიმართ, ვის წინააღმდეგაც გაცემულია წინასწარი დაპატიმრების დასკვნა" -,განაცხადა ბესელიამ.

Comments
Loading...