- Advertisement -

ბესელია: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მთავარ პროკურორს გენერალური პროკურორი ეწოდება

127

ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება. ერთადერთი, სადაც ბმა უნდა დავინახოთ, ეს არის პარლამენტი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს გენერალური პროკურორი ეწოდება – ის წელიწადში ერთხელ მოვა პარლამენტში. გენერალური პროკურორის ანგარიში არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ შეება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ", – განაცხადა ეკა ბესელიამ

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს უსმენენ. ასევე დღესვე რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მის კანდიდატურას კენჭს უყრიან

Comments
Loading...