- Advertisement -

ბესელია: სასამართლოს მიერ ცილისწამებაში ელისაშვილისა და კილაძის დადანაშაულება,პრეცენდენტულია

541

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტ ელისო კილაძესთან და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატთან ალეკო ელისაშვილთან სასამართლო დავას და სასამართლოს მიერ საქმეზე მირებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. 

"მინდა ყურადღება მივაპრყრო ორ გადაწყვეტილებას რომელიც პირადად ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის პრეცენდენტული გადაწყვეტილებაა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყანაში ადამიანის პატივის, ღირსების დაცვის კუთხით, სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით",-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ეკა ბესელიამ თავის ადვოკატს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. 

"ცილისმწამებელ ალეკო ელისაშვილის და მეორე ცილისმწამებელ ელისკო კილაძის მიმართ წარმოებულ სარჩელზე მიაღწია მისი დასაბუთებული პოზიციებით იმ გადაწყვეტილებას რომლითაც ორივე საქმეზე დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი",-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მისივე თქმით, ისინი წინასწარდაგეგმილი, ძალიან კარგად გააზრებული ცდილობდნენ მისთვის და მანანა კობახიძისთვის მოარალური ზიანი მიეყენბინათ.

"კარგია, რომ რუსთავი 2 ამ პრეზკონფერენციას ესწრება იმიტომ რომ არც პირველი გადაწყვეტილება შეიმჩნია ამ ტელევიზიამ და არც მეორე, რომელიც გუშინ გამოვიდა საქალაქო სასამართლოში და მათ ეთერში მე როგორც ვიცი და თუ ეს ესე არ არის მე შემიძლია მოვუბოდიშო ამ განცხადებისთვის. მათგან განსხვავებით მე არ მინახავს ამის თაობაზე სიუჟეტი და გასხვავებით სხვა ტელევიზიებისგან მადლიერებას გამოვხატავ, რომ თქვენ ეს ორივე გადაწყვეტილება სხვა ტელევიზიებმა, განსაკუთრებით ტელეკომპანია "იმედი" აშუქებდა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მთელი ოთხი თვის განმავლობაში რუსთავი 2-ის ეთერიდან არ მოხსნილა ეს ცილისმწამებლური განცხადებები და სასამართლომ პირდაპირ დაავალა ცრუპენტელა და ცილისიმწამებელ ელისაშვილს, მეორე ცილისმწაბელსაც, რომ იმავე ეთერში გადაცემა "არჩევანში "კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლის შემდეგ მათ უნდა უარყონ თავიანთი განცხადებები. მათ ორივეს დაეკისრათ ფინანსური ჯარიმა, თუმცა ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს თანხა,რ აც დაეკისრებოდათ გადაირიცებოდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში, მე სიმბოლურად მოვიტხოვე 41 000",-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მისივე თქმით, მოხარულია რომ ორივე პროცესი წარმატებით დასრულდა.

"არ ვაპირებ რომ შევწყვიტო ეს პროცესი ვიდრე გადაწყვეტილება არ აღსრულდება",-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

Comments
Loading...