- Advertisement -

ბესელია სილაგაძეს: თქვენ ხართ ჯალათი მოსამართლე

16

“არ მეგონა, ასე თუ შეშინდებოდით ჩემი პირისპირ დანახვით. ნუ გეშინიათ, 7 წელი ვიყავი ხელისულებაში და შურისძიება რომ მდომოდა თქვენი ან თქვენი მეგობრების მიმართ, რომლებმაც სისხლგაყინულებმა, უხორცოდ და უსულგულოდ გაასამართლეთ სკოლის მოსწავლე, პატარა ბიჭი, იმიტომ, რომ მე ვერაფერი მომიხერხეს, მანამდე გავაკეთებდი. კი ამბობდნენ თქვენზე, რომ კომპეტენციის თვალსაზრისით ნულია-ო და მისი კვალიფიკაცია უმდაბლესიაო.
როგორი მოსამართლე ხართ თქვენ, მოსმენა არ შეგიძლიათ. იმის გამოცდილებით, რაც ვიცი, თუ როგორი მოსამართლე იყავით, არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოთ ქვეყნის ბოლო ისტანციის სასამართლოში. თქვენი კომპეტენცია კატასტროფულ ნიშნულშია. თქვენ ხართ დაჯგუფების და კლანის წევრი. თქვენ ხართ ჯალათი მოსამართლე, რომელსაც არ გაგაჩნიათ ჰუმანურობა და კომპეტენცია. თქვენ ხართ მოსამართლე, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება ისე გაასამართლებს ნებისმიერ ადამიანს, თუ მას პოლიტიკური დავალება ექნება. პაატა სილაგაძე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ, აღნიშნული მიმართვა მას შემდეგ გააკეთა, რაც პაატა სილაგაძემ მის მიერ დასმულ კითხვას არ უპასუხა და განმარტა, რომ ეკა ბესელიას სუბიექტურად მიიჩნევს და მის არც ერთ კითხვას უპასუხებს.
ცნობისათვის: პაატა სილაგაძე არის ის მოსამართლე, რომელმაც ეკა ბესელიას არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.
The post ბესელია სილაგაძეს: თქვენ ხართ ჯალათი მოსამართლე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...