- Advertisement -

ბესელია უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის დღეს საპროტესტო აქციის მოსამზადებელ კონსულტაციებს იწყებს

2

პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მძლავრი პროტესტის ფონზე განახორციელოს წნეხი პარლამენტზე, რომელმაც მომავალ კვირაში კენჭი უნდა უყაროს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს.

“საჭიროდ ვთვლი და მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური მობილიზება ყველამ როგორც სამოქალაქო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ესმის კარგად იყოს დაცული სანდო და კვლიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში. მინდა მოგიწოდოთ, რომ იყოს გამოხატული მძლავრი პროტესტი, როდესაც კენჭისყრის დღე დაინიშნება. ეს პროტესტი უნდა გაიგონოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას” – განაცხადა ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ეკა ბესელიას თქმით, დაიწყება უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები ყველასთან, იმ პოლიტიკური სუბიექტების გარდა, ვინც ტავად იყო ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, რათა მოფიქრებული და შეთანხმებული იქნას შესაფერისი პროტესტის ფორმა.

“იმის განურჩევლად, ვის როგორი შეხედულებები აქვს, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, რა თქმა უნდა იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, დავიწყოთ კონსულტაციები უახლოეს დღეებში, ხვალიდანვე, იმისთვის რომ მოვიფიქროთ და შევთანხმდეთ პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური, ყველაზე შესაფერისი, რაღა წინააღმდეგობა გავუწიოთ კენჭისყრის დღეს განზრახვას, რომ არჩეული იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თქვენი თქვენი შვილების და ქვეყნის მომავალს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Comments
Loading...