- Advertisement -

ბესელია: უმრავლესობა სხვა პოლიტიკური ჯგუფი რომ ყოფილიყო, ნაზი ჯანეზაშვილს არასდროს აირჩევდა

544

"დიდხანს მიმდინარეობდა შერჩევა, ანალიზი იუსტიციის საბჭოს წევრების კანდიდატებისა და იმ ოთხი ადამიანის, რომელსაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. უმრავლესობა სხვა პოლიტიკური ჯგუფი რომ ყოფილიყო, არასოდეს მისცემდა ხმას ისეთ კანდიდატს, როგორიც ნაზი ჯანეზაშვილია, რომლის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ იუსტიცის უმაღლეს საბჭოში ახლადარჩეულ წევრებზე განაცხადა.

"საბჭოს წევრების მიმართ არა პარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა გადაწყვეტილების მიღება, არამედ უმრავლესობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების სურვილი გავითვალისწინეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ იმ პრინციპებით ვიხელმძღვანელეთ, რაც საბჭოს, რეფორმას სჭირდება. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი გავითვალისწინეთ. მგონია, რომ ასეთ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მივიღეთ, არავინ ელოდებოდა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

Comments
Loading...