- Advertisement -

ბესელია: ჩააგდეთ ოცკაციანი სია და დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ გულწრფელად ემიჯნებით 9 წლიან რეჟიმს

23

“ეს შეიძლება ჰქონდეს პოზიციის რომელიმე ამ როლში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ასე იქცეოდნენ ის ადამიანები, რომლებიც მეშვიდე და მერვე წელს როდესაც ასრულებენ ხელისუფლებას, ყვირილზე და ძალადობაზე გადავიდნენ. ამიტომ თუ ძალიან გაწუხებთ კოლეგებო და ძველო თანამებრძოლებო ის ცხრაწლიანი პერიოდი, თუ ძალიან გაწუხებთ რომ ის არ დაბრუნდეს – ორი არჩევანი გაქვთ უახლოეს მომავალში. თუ ასეთი მართლები და გულწრფელები ხართ ეკლესიასთანაც და საკუთარ ამომრჩეველთან ორი რამე გააკეთეთ: იმ ოცკაციან სიაში 20-დან 18 არის წარსულის ძალადობრივი სისტემის შემოქმედი დამკანონებელი, ხელისშემწყობი, გამამაგრებელი, ზოგი უფრო მეტად, ზოგი ნაკლებად. ჩააგდეთ ის ოცკაციანი სია და მერე დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ თქვენ გულწრფელად ემიჯნებით ცხრაწლიან რეჟიმს, ძალადობას, უსამართლობას და ადამიანების ფეხქვეშ გათელვას.
მეორე ეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს. ორი რამე გააკეთეთ – ერთი საკუთარი დანაპირები შეასრულეთ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კენჭი უყარეთ, ხმა მიეცით. ნუ ტოვებთ ამ კითხვის ნიშნებს და ნუ დააბრალებთ ნურავის, რადგან მთელი ოპოზიცია ხმას აძლევს ამ ცვლილებებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. მეორე არ მისცეთ ხმა იმ 20 კაციან სიას, რადგან ამით ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამთ ნაბიჯს”-მიმართა ბესელიამ უმრავლესობის წევრებს.
The post ბესელია: ჩააგდეთ ოცკაციანი სია და დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ გულწრფელად ემიჯნებით 9 წლიან რეჟიმს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...