- Advertisement -

ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

586

ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ს ელჩთან საქართველოში, იან კელისთან ერთად გახსნა.

როგორც ჯანდაცვის სამინსიტროდან იუწყებიან, ამერიკიდან ჩამოსული 13 წამყვანი სპეციალისტი საგრანტო აპლიკაციის შედგენისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესახებ პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგრანტო აპლიკაციების შევსების წესებს გაეცნობიან.

პირველი რეგიონული კონფერენცია საქართველოში დღეს გაიხსნა და 5 მაისამდე გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვორქშოპი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა და ქვეყანაში ბიოსამედიცინო პოტენციალის ზრდას ისახავს მიზნად.

Comments
Loading...