- Advertisement -

ბობოხიძე: არასოდეს უთქვამს ”ევროპულ საქართველოს”, რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში აკეთებს, ცუდია

19

“ბატონებო, გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუ უბრალოდ უტიფრობასთან. ხომ არ იცით, ჯერ რაზე ვლაპარაკობ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ჯერ ხომ არ იცით რაზე ვლაპარაკობ იქნებ სერგოზე ვლაპარაკობ. ბატონებო, ერთადერთი მეუფე ლაპარაკობს ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე, მეუფე იაკობი და თქვენ გაბრალებთ ამას ყველაფერს.
თქვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონი დიმიტრი, რომ გამოდიოდა გამიკვირდა ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ, თუ რა ხდება ვერ ავიგე. იმიტომ, რომ სხვას არავის ამ ქვეყანაზე ეკლესიაზე შტურმს არ აბრალებენ. გახარიას და ივანიშვილს აბრალებენ.
რაც შეეხება წყალტუბოს თემას, არ მოგცემთ საშუალებას ყველა ერთნაირად შეგვაფასოთ. არასდროს ევროპულ საქართველოს არ უთქვია, რომ ცუდია ბიძინა ივანიშვილი რასაც აპირებს, მათ შორის არასდროს არ მითქვამს, რომ ცუდია იაფად ან ერთ ლარად ვაპირებთ გადავცეთ წყალტუბო.
ძალიან ბევრჯერ ერთ ლარად გადაგვიცია სახელმწიფო ქონება ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციას განახორციელებდა”, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
The post ბობოხიძე: არასოდეს უთქვამს ”ევროპულ საქართველოს”, რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში აკეთებს, ცუდია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...