- Advertisement -

ბობოხიძე: რაც არის საზოგადოება, ის არის საპატრიარქოც, სრული ბარდაგია ეკლესიაში

22

“ნათქვამია, რაც ერი, ის ბერიო. საპატრიარქოში ხდება ის, რაც არის ქვეყანაში. ზუსტად! ჩვენი ანარეკლია რაც ვართ საზოგადოება, ის არის საპატრიარქოც, ოღონდ, გამომდინარე მათი განსაკუთრებული სტატუსიდან ყველაფერი უფრო გამძაფრებულია.
მე არაფერს ახალს არ ველოდები, რა იქნება დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, ჰომოსექსუალიზმი რომ არის საპატრიარქოში? არ ვიცით რომ არის? მამათმავლობა აკრძალულია და დედეთმავლობა სამღვდელოებისთვის არ არის აკრძალული?! არ ვიცით რომ დედათმავლებიც არიან? ჩვეულებრივი სრული ბარდაგი ეკლესიაში”,-ამბობს ბობოხიძე.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.
“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.
“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.
The post ბობოხიძე: რაც არის საზოგადოება, ის არის საპატრიარქოც, სრული ბარდაგია ეკლესიაში appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...