- Advertisement -

ბობოხიძე: ტაბურეტებით არ უნდა დარბოდნენ ისინი, ვინც შეიძლება, თვითონ არიან თემის წევრები

31

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ეკლესიაში. “ოღონდ ნუ გავამხელთ”… მამალაძისა და ჩემს ნათქვამს შორის განსხვავება ის არის, რომ ლაპარაკობს მღვდელი. ეს ხომ არ არის ახალი არაფერი და არც (გიორგი) მამალაძის წერილში ველოდები სენსაციურს, რომ იცოდეთ. მთავარია, დავინახოთ და საზოგადოება მიეჩვიოს ერთ რამეს, მანიპულირება არ უნდა ხდებოდეს ამ თემებით…
უბრალოდ, რა არის, იცით? ტაბურეტებით არ უნდა დარბოდნენ ის ადამიანები და არ უნდა დასდევდნენ თემის წარმომადგენლებს, ისინი, რომლებიც შეიძლება, თვითონაც არიან თემის წევრები”,-ამბობს ბობოხიძე.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.
“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.
“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.
The post ბობოხიძე: ტაბურეტებით არ უნდა დარბოდნენ ისინი, ვინც შეიძლება, თვითონ არიან თემის წევრები appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...