- Advertisement -

ბოკერია:არასასოფლო სამეურნეო მიწა დედა-სამშობლო არაა?ან რატოა სამშობლოს გაცემა იჯარით კარგი?

595

"დისკუსიის დროს დარბაზში მესმოდა შეძახილები აქეთა ფლანგიდან, მეორე ფლანგიდან, პრინცპიში ერთი ფლანგია ეს ყველა მნიშნელოვან საკითხში, სამშობლოს გაყიდვა არ შეიძლება, მიწის გაყიდვა დედა-სამშობლოს გაყიდვაა",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში, ტრიბუნიდან განაცხადა.

"მე ვერ გავიგე არასასოფლო სამეურნეო მიწა დედა-სამშობლო არ არის? დედა-სამშობლოს მაგ ნაწილს რატომ ყიდით და იჯარით დედა- სამშობლოს გაცემა შეიძლება? რატოა სამშობლოს გაცემა იჯარით კარგი? იქნებ ამიხსნას უმრავლესობის წარმოამდგენელმა აქ რო გამოვა. ორგანულ კანონში რომ გამონაკლისებს აწესებთ ეგ რას ნიშნავს? გამონაკლის შემთხვევაში სამშობლოს გაყიდვა კარგია? თუ ექსკლუზივი გინდათ გქონდეთ თქვენ სამშობლოს ღალატზე? ეს გინდათ ხომ?

მე გეტყვით მარტო ერთ რამეს, შემდეგ არჩევნებზე თქვენ ერთად, ერთ ბლოკად გამოდით თუ შეიძლება, აღარ გინდათ ეს ცალკე სატელიტები რა, ერთად იყავით, ნაციონალისტურ-პატრიოტ-სოციალისტ-კომუნისტები და სლოგანი გქონდეთ ესეთი: სიბნელე, უვიცობა, ფარისევლობა. აი ეს შეგეფერებათ თქვენ",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Comments
Loading...