- Advertisement -

ბოკერია დოლიძეს: არ ადევნებთ თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას?!

339

"მართლა ძალიან მიკვირს და იქნებ მეც ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ ეს 5 პარტია ცალ-ცალკე რომ არიან?! არ ადევნებით თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას?!",- ამ კითხვით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პარლამენტში, ვეტოს განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს მიმართა.

"მართლა ძალიან მიკვირს და იქნებ მეც ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ ეს 5 პარტია ცალ-ცალკე რომ არიან?! არ ადევნებით თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას?! როგორი მძლავრი პარტიები არიან. კიდევ ერთი, ეგეც როგორ არ იცით მიკვირს, მეექვსე პარტიაც აქვთ – კლდეკარის ფრაქცია – ლიპარიტ ბაღვაში – კახა ოქრიაშვილი, აჯანყებული, ოღონდ დიდი ლიპარიტი, რომელიც არ დამარცხებულა",- განაცხადა ბოკერიამ.

დღეს პარლამენტი საკონსტიტუციუო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების 26 სექტემბერს დაამტკიცა.

Comments
Loading...