- Advertisement -

ბოკერია: ვასაძე და შავრაზმელების მთელი ბანდა, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს, ერთად უნდა დავამარცხოთ

35

„თავისუფლების მტრები დღესაც ღიად არიან შეკრული ივანიშვილის ხელისუფლებასთან და ეს პირველ რიგში, გამოიხატება საერთო გზავნილებით ბევრ თემაზე და ძალადობისთვის დაუსჯელობით.
დღეს, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია და ნიკა მელიას სამართლებრივად აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ხალხს, რომელიც ღიად მოუწოდებს ძალადობისკენ, თავს ესხმის მოქალაქეებს, აორგანიზებს ძალადობას.
ეს ხალხია ვასაძე და შავრაზმელების მთელი ბანდა, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს თავისი პოლიტიკური ამოცანებისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. უმრავლეს საკითხებში ხელისუფლება და ეს ადამიანები ერთ სულ და ერთ ხორც არიან. ჩვენ ისინი ერთად უნდა დავამარცხოთ” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
The post ბოკერია: ვასაძე და შავრაზმელების მთელი ბანდა, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს, ერთად უნდა დავამარცხოთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...