“სამწუხაროდ, (პატრიარქს) არაერთხელ გამოუთქვამს პოზიცია, რომელიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. მართალია, ის არ იყო იმ რადიკალების რიგებში, რომლებიც ყველაზე უფრო მძიმე განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ის, როგორც ხელმძღვანელი, ყოველთვის პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის იმაზეც, რომ ეს კლიმატი იყო ეკლესიაში. სამწუხაროდ, ეს ასეა.
მე მასთან ბევრი შეხვედრა არ მქონია, სულ 2-ჯერ შევხვედრილვარ. მოდი, ასე ვთქვათ, რომ (მისი შეხედულებები ფუნდამენტურ საკითხებზე) ჩემსას არ ემთხვევა ნამდვილად. როცა საქმე ეხებოდა რუსეთის ეკლესიას, უკეთეს შემთხვევაში, მისგან სიფრთხილეს ვხედავდი, უარეს შემთხვევაში – ჩემთვის მიუღებელ შეხედულებებს”,-ამბობს გიგა ბოკერია.
The post ბოკერია ილია II-ზე: ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელი პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს appeared first on IPRESS.GE.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.