- Advertisement -

ბოკერია კაკულიას: მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია!

50

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიგა ბოკერია რომან კაკულიას განცხადებამ გააღიზიანა, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეკითხვას უსვამდა, ლავროვთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

„პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, იმ წუთას მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
რომან კაკულიას განცხადებას გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
“მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია”, – მიმართა გიგა ბოკერიამ რომან კაკულიას.
„ბატონო გიგა, თქვენს თავზე რატომ იღებთ. შეურაცხყოფები თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა, თან უსაფუძვლო“, – მიმართა რომან კაკულიამ გიგა ბოკერიას.
The post ბოკერია კაკულიას: მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...