- Advertisement -

ბოკერია: მეორე ტური მხოლოდ “ნაცმოძრაობას” არ მოუპოვებია-მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა

346

"სრული პოლიტიკური უფლება გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ, როგორც სერიოზული შეცდომა და ირიბი ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდისთვის დაინერგოს უიმედობა არჩევნების მიმართ" – ასე აფასეებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

"ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა. ჩვენ ყველას გვაქვს საფუძველი აღშფოთების იმ ინსტრუმენტების გამო, რასაც "ოცნება" იყენებს საარჩევნოდ და მთავარი ინსტრუმენტი მათი არის უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილებებით დემოკრატიულმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ მათ ხელი. "ევროპული საქართველოს" პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით მხარდაჭერას ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მეორე ტურში თბილისში მათშორის, ვინც არ უნდა ყოფილიყო. გაუგებარია, როცა ყველა ამას ვაპირებდით ქუთაისი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ მეტი ხმის შეგროვება შეძლო. სამართლებრივად ეს "ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია და ამაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა მეორე ტურები მხოლოდ მათ არ მოუპოვებიათ – მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

Comments
Loading...