- Advertisement -

ბოკერია: ნაციონალ-სოციალისტი ექსტრემისტები თავად ოცნების ხელისუფლების მიერაა შექმნილი

559

"ნაციონალ-სოციალისტი ექსტრემისტებით, რომლებიც სხვათაშორის თავად ოცნების ხელისუფლების მიერაა შექმნილი და წახალისებული, მათით თუ მათ გარეშე საზოგადოებრივი შეკრებები აზრის გამომხატველი და გამზომველი ვერ იქნება",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ თბილისში სახალხო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ჩაიშალა.

"მაშინ, როდესაც სისტემას, რომელსაც გვთავაზობს ოცნება არც ერთი პარტია და საზოგადოება არ უჭერს მხარს. ეს არის მუსოლინის სისტემა, სადაც წაგებული გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს. გამოსავალი არის ერთადერთი – ხალხისთვის აზრის კითხვა და ევროპული საქართველოს ინიციატივა პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ხალხს არ ჰკითხავენ აზრს და ისე მიიღებენ მავნებლურ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ოცნებას ხალხი გამოუტანს კიდევ უფრო მკაცრი იქნება", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Comments
Loading...