- Advertisement -

ბოკერია: ოპოზიცას ვადამდელი პროპორციული არჩევნები გვინდა, ამის უსწრაფესი და უმარტივესი გზა ე.წ. გერმანული მოდელია

14

“ოპოზიციის მთლიანი გზავნილია, რომ მას სურს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ე. წ. გერმანული მოდელი არის ყველაზე სწრაფი მეთოდი. აქ შეკრებილი ყველა პარტია თანახმაა იყოს ნებისმიერი გზით, იყოს პროპორციული არჩევნები. ეს არის ყველაზე მარტივი გზა, ამიტომ ამის წინააღმდეგ არავინ არ წავა. უბრალოდ, არ მინდა აქ დაიბნეს საზოგადოება, რომ რაღაც ახალია. არაფერი ახალი არ ხდება. ვადამდელი პროპორციული არჩევნებია მოთხოვნა და ამ მოთხოვნის მისაღწევად ყველაზე მარტივი გზაა 76 ხმით, უბრალო კანონში ცვლილებით ამ მოთხოვნის შესრულება.
მთავარი პრინციპია, რომ ყველა მიიღებს ხმებს მანდატების შესაბამისად და ვერავის ვერ ექნება სუპერ უმრავლესობა. ეს არის მთავარი პრინციპი. წნეხის შემდეგ ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და დათანხმდა პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ შემდეგ ყველა მოგვატყუა და წავიდა რადიკალიზაციის რისკზე არა მხოლოდ მისთვის არამედ ქვეყნისთვის. ახლა უნდა დავუსვათ დიდი ფასი და ვაიძულოთ უკანდახევისკენ. ამისთვის უფრო მეტი დრო რომც იყოს საჭირო, ვიდრე ჩვენ ეს გვსურს. საზოგადოების მზაობაა არის ამისთვის. ეს შეიძლება არ მოხდეს 2-3 დღეში, მაგრამ ამისთვის უნდა გვქონდეს მოთმინება, რწმენა და დისციპლინა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
The post ბოკერია: ოპოზიცას ვადამდელი პროპორციული არჩევნები გვინდა, ამის უსწრაფესი და უმარტივესი გზა ე.წ. გერმანული მოდელია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...