- Advertisement -

ბოკერია: რუსთავი 2-ის საქმე იქნება განმსაზღვრელი უახლეს ისტორიაში როგორი გზით წავა ქვეყანა

557

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

"ჩვენ ხშირად გვესმის მთავრობის მხრიდან, რომ საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან მართლაც არის ხოლმე შეფასება, რომ საქართველო ბევრ საკითხში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით წინ დგას და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ წინყოფნის ერთ-ერი მთავარი ფაქტორი არის პირველ რიგში ნაციონალურ დონეზე ისეთი ტელევიზიის არსებობა, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც ვერ აკონტროლებს მთავრობა და ესეთი არის რუსთავი 2.

ამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის და სახელმწიფო განვითარების გზა და კლიმატი ძალიან სახიფათო გზით წავა. რუსთავი 2-ის საქმე იქნება განმსაზღვრელი საკითხი ჩვენს უახლეს ისტორიაში თუ როგორი გზით წავა ჩვენი ქყვეყანა, ამიტომ ჩვენი ამოცანა, ყველა მოქალაქის, ვისაც სურს რომ წავიდეს სწორი გზით არის, რომ შევინარჩუნოთ ვითარება, როდესაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მთლიანად მედია სივრცეს და ამაში საკვანძო როლს რუსთავი 2 ასრულებს,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Comments
Loading...