- Advertisement -

ბოკერია: საათების განმავლობაში ძალადობა მძვინვარებდა, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებდა

619

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’" ცალსახად გმობს ძალადობას და პარტიისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, რა ლეგიტიმური საფუძვლებით იყო ეს გამოწვეული, -ამის შესახებ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ასეთი ძალადობა და ვანდალიზმი აზიანებს და საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ფიზიკურად იქ მყოფ და მცხოვრებ ადამაინებს და მლიანად ქვეყანას. ასევე სპეციფიურად აზიანებს და ასუსტებს ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას, ამ ტრადიციას და ხელს აძლევს ისეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას, როგორიც დღეს გვყავს სამწუხაროდ.

პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ შეიძლება ნებისმიერ პროტესტში ან მითუმეტეს არეულობაში ხედავდეს საკუთარ პოლიტიკურ შანსს ან არ ყოფნიდეს მოთმინება, რომ გაერკვეს ვითარებაში, სანამ პოზიციას დააფიქსირებს. სწორედ ამიტომ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ არც ერთ ეტაპზე არანაირი სოლიდარობა არ გამოუხატავს ამ პროცესის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად არის ივანიშვილის მთავრობის.

ხუთი წელია ეს ხალხი ანგრევს სახემწიფო ინსტიტუტებს, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ ძალადობას, ნერგავს ნიჰილიზმს დამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამცირებს პატრულს, აძლევს მას არალეგიტიმურ დავალებებს, რითაც ქმნის უფსკრულს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. ამ ყველაფერმა მოგვიყვანა მძიმე ვითარებამდე.

საათების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ქაოსი და ძალადობა მძვინვარებდა ისე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა და თავად შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. ამ ვითარებიდან გამოსავალი არის ერთადერთი, ბევრი მოქალაქის სამოქალაქო აქტიურობა და ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით’’,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Comments
Loading...