- Advertisement -

ბოკუჩავა ბესელიას: ერთი მე მაჩუქა მიშამ სამაჯური და მეორე სანდრა ვაჭრობდა ორგანოებით

2,718

სამარცხვინო ხარ ეკა ბესელია, – ასე მიმართა სოციალური ქსელის საშუალებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ეკა ბესელიას.
"ერთი მე მაჩუქა მიშამ სამაჯური და მეორე სანდრა ვაჭრობდა ორგანოებით, რასაც ბესელია სანდრას ასევე უტიფრად აბრალებდა.

სამარცხვინო ხარ ეკა ბესელია", – წერს Facebook-ში თინა ბოკუჩავა და პოსტზე ეკა ბესელია მონიშნა.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბიკუჩავას პლენარულ სხდომაზე დაადანაშაულა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოქროს ნივთებს უგზავნიდა. რასაც პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ბოკუჩავასა და ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

Comments
Loading...