- Advertisement -

ბოკუჩავა: ივანიშვილი ხალხს არ ელაპარაკება, ურჩევნია ზებრებთან და ჟირაფებთან თამაშით დაკავდეს

336

ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საქართველოში ახლა ეკონომიკური ზრდა იმაზე დაბალია ვიდრე ეს 2008 წლის ომის შემდეგ იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა. ბოკუჩავას თქმით ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს არ ესაუბრებიან.

"მას შემდეგ რაც ბიძინა ივანშვილი თავისი ხელისუფლებით მართავს ჩვენს ქვეყანას, მივიღეთ რომ ეკონომიკა არის ბევრად ცუდ მდომარეიბაში. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა მათ შორის ეკონომიკაში, ბევრად უფრო მაღალი ვიდრე დღეს არის. ზრდა გვქონდა ომის შემდეგ და რუსეთის მხრიდან ოკუპაციის შემდეგ.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მეტი ადამიანი ცხოვრობს სიდუხჭირეში, მეტ ადამიანს არ აქვს სამუშაო ადგილი, მეტი ადამიანი საუბრობს, იმაზე რომ ყოველდღიურად ფიქრობენ, როგორ მიიტანონ საკვები თავიანთი შვილებისთვის სახლში. ამ ყველაფერს ამტკიცებს ის კვლევებიც, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომელიც NDI გამოაქვეყნა.

თუმცა კვლევაც არ სჭირდება ამას, რომ გავიდეს ადამიანი ქუჩაში, რასაც ბიძინა ივანიშილი სამწუხაოდ არ აკეთებს, იმიტომ რომ მას არ აინტერესებს, ურჩევნია დაკავდეს ზებრებთან და ჟირაფებთან თამაშით და გადაანაცვლოს ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თავის ეზოში. რომ გადიოდეს ან ის ან მისი მინისტრები ქუჩაში და ელაპარაკებოდნენ ხალხს იგრნობდნენ იმ გაჭირვებას, რაც დღეს არის საქართველოში", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

Comments
Loading...