- Advertisement -

ბოლო მონაცემებით, კახეთში რთველიდან მიღებულიმა შემოსავალმა 33 მილიონ ლარს მიაღწია

365

კახეთში რთველი დაახლოებით ორი კვირაა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, შემოსავალმა 33 მილიონ ლარს მიაღწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში გადამუშავებულია 30 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, აქედან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა კი საფერავია. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა კი 4 ათას ტონას უკვე გადააჭარბა.

რთველის მიმდინარეობის პროცესს დღეს კახეთის გუბერნატორი გაეცნო. ირაკლი ქადაგიშვილი რთველის შტაბის წევრებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე კომპანია ,,მილდიანში" იმყოფებოდა, სადაც ყურძნის მიღების პროცესს დაესწრო. მისი განცხადებით, რეგიონში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 157 ღვინის კომპანია, ხოლო ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80 საწარმო.

Comments
Loading...