- Advertisement -

ბორჯომის გამგებელი: ცეცხლი ერთ ჰექტარზეა მოდებული. სიტუაციას ართულებს ძლიერი ქარი

453

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში გაჩენილ ხანძარ დაკავშირებით ''აიპრესთან'' კომენტარი გააკეთა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა.

''2008 წლის ომის დროინდელი ნახანძრალი ტერიტორია იწვის. მობილიზებულები არიან სატყეო სააგენტოს თამანამშრომლები. უფროსიც აქ ბრძანდება, თორნიკე გვაზავა, აქ არიან ქვედანაყოფები. მუშაობს ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი გზაშია.

სიტუაციას ართულებს ძლიერი ქარი. ახალ ნარგავებს ცეცხლი არ მოსდებია. ახალი ინფორმაციით ცეცხლი ერთ ჰექტარზეა მოდებული. ტრანსპორტი ვერ ადის, ცოცხალი ძალა მუშაობს, ნაწილი გზაშია და შეუერთდებიან მაშველებს. მიმდინარეობს ლოკალიზება, მაგრამ სახანძრო მანქანა ვერ უდგება ხანძრის ადგილს'', – განაცხადა ''აიპრესთან'' ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა.

ცნობისთვის, როგორც ''აიპრესს'' შსს-ში განუცხადეს,სოფელ დაბაში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Comments
Loading...