- Advertisement -

ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს საათებში მოხდება

367

ბორჯომის ტყეში უახლოეს საათებში ხანძრის მთლიანად ლოკალიზება მოხდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე, დილის 06:00 საათიდან მუშაობა განაახლა ვერტმფრენმაც.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, დაბის მხრიდან ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ახლა მეხანძრეები ძირითადად სოფელ ყვიბისთან მუშაობენ.

"გუშინ მთელი ღამე სოფელ ყვიბისის მხრიდან ორი მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რომლებიც ხანძრის კერასთან მისასვლელ გზებს ჭრიდნენ. ახლა უკვე სახანძრო მანქანები აწარმოებენ ხანძრის ლოკალიზებას" – განაცხადა ბირჯომის გამგებელმა.

გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია ძველი ნახანძრალი ხე-ტყე და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

Comments
Loading...