- Advertisement -

ბორჯომის უბნებში კიბეების, საფეხმავლო ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობყობის სამუშაოები დაიწყო

326

ბორჯომის სხვადასხვა უბანში კიბეების, საფეხმავლო ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო,- ამის შესახებ ინფრომაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

პროექტები წმ.ნინოს, რუსთაველის, 300 არაგველის, გოგიასციხის, თორის, სააკაძის, ნიკოლაძის, დუმბაძის, რობაქიძის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე და სოფელ ყვიბისში 15 პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

სამუშაოები სოფელ ყვიბისში 2 ობიექტზე და დუმბაძის ქუჩიდან რობაქიძის ქუჩაზე ჩამოსასვლელი ბილიკის კეთილმოწყობისათვის უკვე დაწყებულია. სხვა ქუჩებზე პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 673 ლარით დაფინანსდა.

Comments
Loading...