ამ წუთებში სოფელ დაბასთან ქარის გამო, აალებური ხანძრის კერების ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს, – ამის შესახებ „აიპრესს“ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
"ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ორი ვერტმფრენი, 400 მეხანძრე- მაშველი მუშაობს ადგილზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სოფელ დაბასთან და გადარჩა დასახლებული პუნქტი, ამ წუთებში ადგილზე მუშაობს 3 ვერტმფრენი, აქედან 2 სასაზღვრო პოლიციისაა – ერთი აზერბაიჯანის. თურქეთიდან ვერჯმფრენი ჯერჯერობით არ ჩამოფრენილა, ველოდებით“,-აცხადებენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.