- Advertisement -

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლოკალიზების პროცესს თურქეთის 2 ვერტმფრენი შეუერთდა

387

"ბორჯომში, სოფელ დაბაში ხანძრის ლოკალიზების პროცესს თურქეთის 2 ვერტმფრენი შეუერთდა" – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

Comments
Loading...