- Advertisement -

ბორჯომში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

382

"ბორჯომში, სოფ. დაბასთან გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს", – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საშიშროებას, ამ ეტაპზე არ არსებობს.

"ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად. ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა, ღამით გზა გაიჭრა და ამ დროისათვის უკვე შეყვანილია სახანძრო მანქანებიც. ვერტმფრენმაც განაახლა მუშაობა გამთენიისას. ღამე ძლიერი ქარი იყო, რამაც არ მოგვცა ხანძრის ლოკალიზების საშუალება", – აცხადებენ სააგენტოში. 

Comments
Loading...