ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ტყეში გუშინ ხანძარი გაჩნდა. ხმელი ხეები და ბუჩქები იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60 მეხანძრე მაშველი.
ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირველ ფოტომასალას აქვეყნებს ხანძრის ეპიცენტრიდან.