- Advertisement -

ბორჯომში, სტიქიის ზონაში, 400-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე სახანძრო ტექნიკა მუშაობს

340

ბორჯომში, სტიქიის ზონაში, 400-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე სახანძრო ტექნიკა მუშაობს,-ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ორი ვერტმფრენი, 400 მეხანძრე- მაშველი მუშაობს ადგილზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სოფელ დაბასთან და გადარჩა დასახლებული პუნქტი, ამ წუთებში ადგილზე მუშაობს 3 ვერტმფრენი, აქედან 2 სასაზღვრო პოლიციისაა – ერთი აზერბაიჯანის. თურქეთიდან ვერჯმფრენი ჯერჯერობით არ ჩამოფრენილა, ველოდებით“,-აცხადებენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

Comments
Loading...